ჩვენ შესახებ

მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანია

Geo-Energy პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. რამდენიმე წლის წინ დაწყებული სტარტ-აპი ფინანსურად მყარად შემდგარ კომპანიად გარდაიქმნა, სადაც პატივს სცემენ ცოდნას და იმ დაგროვილ გამოცდილებას, რასაც თითოეული პროექტის რეალიზაციაში ნახავთ. კმაყოფილი კლიენტის რეკომენდაცია – ეს არის ყველაზე ძვირფასი ხმა, რომელსაც ახალი კლიენტი მოყავს.

კომპანიის ფილოსოფია ეფუძნება თანმიმდევრულ, მდგრად განვითარებას და იმ მიღწევების ცხოვრებაში გატარებას, რაც ამ სფეროში დაგროვდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მფლობელებს და მენეჯმენტს კარგად ესმის მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები საქართველოში. სწორედ ამის გამო მათ დანერგეს მზის ელექტროსადგურებში ინვესტირების რამდენიმე მოდელი, რასაც ინდივიდუალურად თავაზობენ ახალ კლიენტებს.

კომპანიაში მომუშავე თითოეული თანამშრომლისთვის ყველაზე მთავარი ნდობის ის ხარისხია, რაც ყოველდღიურად და ამავე დროს გრძელვადიანიად ყალიბდება კლიენტსა და Geo-Energy შორის. კომპანიის მამოძრავებელი იდეაა – მზის ენერგია საქართველოსთვის, რისთვისაც ყოველდღიურად და თავდაუზოგავად ვშრომობთ.

სერვისები

პროექტირება და დიზაინი

სამშენებლო-სამონტაჟო ნებართვის აღება

მშენებლობა და მონტაჟი

მზის პანელებზე გრძელვადიანი გარანტია