FAQ

ხშირად დასმული კითხვები

1. რა ბენეფიტები მოაქვს თქვენი ბიზნესისთვის მზის პანელების დაყენებას?

საშუალოდ 75%-ით გიმცირდებათ ელექტროენერგიის ხარჯი. ინვესტიციის საშუალო უკუგების პერიოდი 4-5 წელია, შემდეგი 20 წლის მანძილზე კი მზის ელექტროსადგური თქვენი უფასო ელექტროენერგიის წყაროა.

2. რა მომსახურებას გვთავაზობს ჯეო ენერჯი?

მზის ელექტროსადგურის პროექტირებას და დიზაინს.

ელექტროსადგურის მშენებლობას/მონტაჟს თქვენი ობიექტის სახურავზე, პარკინგზე ან მიწაზე.

დაგეგმილი ელექტროენერგიის გამომუშავების გარანტიას. ასევე, მზის პანელების და ინვერტერის ქარხნულ გარანტიას.

3. რა არის ნეტო აღრიცხვის სისტემა?

თუ თქვენ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას.

4. რატომ უნდა ვენდო ჯეო-ენერჯის?

Geo-Energy-ის 40-ზე მეტი განხორციელებული საშუალო და მსხვილი პროექტი აქვს საქართველოში. კომპანია სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნებისმიერი ტიპის და ზომის პროექტს და ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ჯეო ენერჯის აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს Seraphim Solar Panels-ს საქართველოში.